LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში ტრამპის ინაუგურაციის საქმეზე გამოძიება დაიწყო

ტრამპი

მანჰეტენის პროკურატურამ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციის დროს, სავარაუდო ფინანსური დარღვევების საქმეზე გამოძიება დაიწყო – ინფორმაციას ამის შესახებ The Wall Street Journal საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პროკურატურა ამოწმებს, აძლევდნენ თუ არა ფულს ტრამპის ადმინისტრაციას პოლიტიკური გავლენის სანაცვლოდ. გარდა ამისა, პროკურატურა არკვევს, როგორ დახარჯა საინაუგურაციო კომიტეტმა მიღებული თანხა.

გამოძიება ტრამპის ყოფილ ადვოკატ მაიკლ კოენთანაა დაკავშირებული. FBI-ს თანამშრომლებმა კოენის და კომპანია WIS Media Partners-ის ხელმძღვანელის, სტეფანი უინსტონ უოლკოფის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი იპოვეს. უოლკოფი ტრამპის ახლო მეგობარია და ის ინაუგურაციის ცერემონიაზე მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 2017 წლის იანვარში გაიმართა. ოფიციალური ინფორმაციით, სპონსორებმა ცერემონიისთვის რეკორდული, 107 მილიონი დოლარი გაიღეს.