LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აბა გზა დამილოცია: ჰარი კეინის ცოლმა ნაძვის ხეზე ქმრის ოქროც ბუცი დაკიდა (ფოტო)

2480490-51508510-2560-1440

ჰარი კეინის ცოლმა ნაძვის ხე „ოქროს ბუცით“ მორთო. ეს ქეით გუდლენდმა ქმრისა და მისი „ტოტენჰემის“ ბარსელონაში წასვლამდე გააკეთა და როგორც გამოჩნდა კარგ ფეხზე.

ეს ის „ოქროს ბუცია“, რომელიც ჰარი კეინმა მსოფლიო ჩემპიონატზე მოიგო 6 გატანილი გოლის გამო (ძირითადად პენალტებით).

„ტოტენჰემმა“ კი ჩემპიონთა ლიგის დასკვნითი მატჩი სტუმრად „ბარსელონასთან“ არ წააგო – 1:1 და რადგან ვერც „ინტერმა“ მოიგო შინ „ეინდჰოვენთან“, პლეი-ოფში ლონდონელები გავიდნენ.

კეინის ოჯახობა კი, როგორც ჩანს, შობისთვის მზადაა – „ოქროც ბუცი“ კი ნაძვის ხის წვერზეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები