LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სროლა სტრასბურგის ცენტრში, საშობაო ბაზრობასთან – არიან გარდაცვლილები და დაშავებულები

collage

სროლა სტრასბურგის ცენტრში. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულია სულ მცირე, 3 ადამიანი. 12 დაშავებულიდან კი უმეტესობა კრიტიკულ მდგომარეობაშია. საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის შემდეგ საფრანგეთში ანტიტერორისტული ღონისძიებები გაძლიერდა.

თავდასხმა ქალაქის ისტორიულ ცენტრში საშობაო ბაზრობასთან ახლოს მოხდა. 29 წლის მამაკაცმა გამვლელებს ცეცხლი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუხსნა. ორმხრივი სროლის შედეგად თავდამსხმელი დაიჭრა, თუმცა მიმალვა მაინც შეძლო. პოლიცია მას ამ დრომდე ეძებს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. საფრანგეთის საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზი.

საქართველოს წარმომადგენლობა სტრასბურგში მყოფ პირებს ქალაქში გადაადგილებისგან თავის შეკავებას ურჩევს.

„სტრასბურგის ცენტრში (საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე) მომხდარი სროლის გათვალისწინებით, საფრანგეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ქალაქ სტრასბურგში მყოფ პირებს, დარჩნენ საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე. თავი შეიკავონ ქალაქში გადაადგილებისგან და დაელოდონ შინაგან საქმეთა სამინისტროს შემდგომ ინსტრუქციებს.

ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედებულია ცხელი ხაზი. ყველა პირს, რომელსაც ესაჭიროება დახმარება, შეუძლია, დაუკავშირდეს მუდმივ წარმომადგენლობას შემდეგ ნომერზე +33611543460“, – აღნიშნულია საფრანგეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციაში.

რაც შეეხება სტრასბურგის ცენტში ინციდენტის დროს მყოფ 20-მდე მოქალაქეს, რომელიც ქვეყანაში სასწავლო ვიზიტით იმყოფებიან და ტერიტორიიდან გამოსვლას ვერ ახერხებდნენ, ისინი ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა სასტუმროებში გადაანაწილა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები