LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე ხელმისაწვდომი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ლონდონშია

london

ბრიტანეთის დედაქალაქი მოსახლეობას ტრანსპორტით ყველაზე კომფორტულად უზრუნველყოფს და სახლიდან გაჩერებამდე მანძილი საშუალოდ 331 მეტრს არ აჭარბებს. რეიტინგის მეორე პოზიციას პარიზი იკავებს და საფრანგეთის დედაქალაქის შემთხვევაში გაჩერებამდე დაშორება – 339 მეტრს აღწევს. ლიდერთა სამეულს კი ჩიკაგო ასრულებს, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსახლეობის 94% ძალიან კმაყოფილია.

აღსანიშნავია, რომ კვლევა კომპანია PwC-მ ჩაატარა და მასში ყველაზე დიდი მეგაპოლისები – ლონდონი, პარიზი, ბერლინი, ბარსელონა, მოსკოვი, ნიუ-იორკი,ჩიკაგო, სეული, სან-პაულო, ტოკიო, სინგაპური და ჰონგ-კონგი შეისწავლეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები