ჯეიდონ სანჩო სამ თვეში 806%-ით გაძვირდა, მარკო როისი – 411%-ით.
დორტმუნდში პოტენციურ ფულს ითვლიან.
„ბორუსიას“ 18 წლის შემტევი ნახევარმცველის სატრანსფერო ღირებულება 9.7-დან 86.9 მილიონ ევრომდე გაიზარდა.
ახალგაზრდა ინგლისელი სარეკორდო 78.2 მილიონით გაძვირდა, რაც 806%-ს უდრის. მეორე ადგილზეა კიდევ ერთი დორტმუნდელი მარკო როისი.
აი ხუთეული:
1. ჯეიდონ სანჩო (ბორუსია) – +806%
2. მარკო როისი (ბორუსია) – +411%
3. მოიზე კინი (იუვენტუსი) – +263%
4. იაკობ ბრუუნ ლარსენი (ბორუსია) – +258%
5. ლუკ შუ (მანჩესტერი) – +237%
ბუნდესლიგის 14 მატჩში სანჩომ 5 გოლი გაიტანა და შვიდი ასისტი მიითვილა.
„ბორუსიამ“ იგი ზაფხულში 7.8 მილინ ევროდ შეიძინა.