LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

vali.ge-ზე ჯერ ბანკების და შემდეგ ონლაინ გამსესხებლების ბაზები აიტვირთება – ივანე მაჭავარიანი

mokhutsebi_1

სესხების ჩამოწერა 15 დეკემბრიდან დაიწყება და ძირითადი ნაწილი წლის ბოლომდე ჩამოიწერება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა. მისი თქმით, სამმა ბანკმა, რომელთა მომხმარებლების მონაცემები დღეს ვებგვერდზე vali.ge-ზეაიტვირთება, ხელშეკრულებები უკვე გააფორმეს.

„ამ ეტაპზე სიტუაცია შემდეგია – სამი მსხვილი ბანკი, მათ უკვე მოაწერეს ხელშეკრულებაზე ხელი. მანამდე იყო მემორანდუმი, რომელზეც ჰქონდათ ხელი მოწერილი, როგორც ბანკებს, ისე ონლაინგამსესხებლებს. ახლა ხელშეკრულებაზე აქვთ ხელი მოწერილი, რაშიც უკვე მეტი კონკრეტიკა და მეტი დეტალებია. მონაცემთა ბაზები მთელი ღამის, მთელი კვირის განმავლობაში მუშავდებოდა, მაგრამ გუშინ საბოლოოდ დამუშავდა. დღეს, 18:00 საათზე მოხდება ამ სამი მსხვილი ბანკის მონაცემების გაერთიანება და ვებგვერდზე vali.ge 400 ათასზე მეტი ადამიანის, ფიზიკური პირის და ჯამში, 600 000-ზე მეტი სესხის მონაცემები იქნება ატვირთული. შესაბამისად, იმედი მაქვს, ბევრი ფიზიკური პირი შევა და მოძებნის საკუთარ სტატუსსა და მონაცემებს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, მონაცემების დამუშავება კვლავ გრძელდება.

„მუშაობა არ ჩერდება, მიმდინარეობს სხვა ბაზების დამუშავება და რამდენიმე ბანკი არის რიგში. არ გაგიკვირდეთ, რომ ჯერ ბანკები აიტვირთა და შემდეგ იქნება ონლაინ გამსესხებლები. აქ ბაზები უფრო დიდი იყო და უფრო მოწესრიგებულიც“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მისი თქმით, ონლაინსესხების ორგანიზაციების შემთხვევაშიც მიმდინარეობს მონაცემების დამუშავება და დეტალების დაზუსტება.

„ეს პროცესი გაგრძელდება, ამას საფრთხეს ვერაფერი შეუქმნის. 15-დან დაიწყება ე.წ. ჩამოწერის პროცედურა, წლის ბოლომდე ძირითადი ნაწილი ჩამოიწერება“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

vali.ge, ვებგვრედი, რომელიც 18:00 საათზე უნდა ჩართულიყო არ მუშაობს. ამ ეტაპზე ზუსტი დრო ცნობილი არაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები