,,შურისმაძიებლების” ახალი ნაწილის პირველმა ოფიციალურმა თრეილერმა ,,მეფე ლომის” კინოვერსიის თიზერ-თრეილერის რეკორდი გააუმჯობესა.
Avengers: Endgame ასე ჰქვია ,,მარველის” ამერიკული სუპერგმირული სურათის მორიგ ეპიზოდს, რომელიც დიდ ეკრანებზე 2019 წლის 26 აპრილს გამოჩნდება.
აღსანიშნავია, რომ ვიდეო, რომელიც ქსელში 7 დეკემბერს გავრცელდა, გამოქვეყნებიდან 24 საათში, მსოფლიო მასშტაბით, 289 მილიონჯერ ნახეს. საინტერესოა, რომ აქამდე ყველა დროის ყველაზე ნახვადი თრეილერების რეიტინგში პირველ ადგილს ამავე ფილმის სიქუელი ,,უსასრულობის ომი” იკავებდა, რომელმაც მეორეზე გადაინაცვლა.
შეგახსენებთ, რომ სურათში ისეთი ვარსკვლავები მონაწილეობენ, როგორებიც: რობერტ დაუნ უმცროსი, კრის ჰემსვორტი, მარკ რუფალო, კრის ევანსი, სკარლეტ იოჰანსონი, ბენედიქტ კამბერბეჩი, ტომ ჰოლანდი, ჩედვიკ ბოსმანი, ბრი ლარსონი და სხვები არიან.