LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენი მილიარდი დარჩა ოლიგარქს? – ივანიშვილის ქონება შემცირდა

_63272417_016140693-1

მმართველი პარტიის ხელმძღვანელის ბიძინა ივანიშვილის ქონება შემცირდა.

Bloomberg-ის მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილის ქონება წლის მინიმუმზეა და $5,62 მილიარდს შეადგენს. ერთი წლის განმავლობაში, მისი ქონება $180 მილიონითაა შემცირებული.

2018 წლის დასაწყისში ივანიშვილი 5.8 მილიარდ დოლარს ფლობდა, მაქსიმუმს მისმა ქონებამ იანვრის ბოლოს მიაღწია – 5.92 მილიარდი დოლარი, ხოლო ბოლო ნახევარი წელია ივანიშვილი ქონება მცირდება და 9 დეკემბრის მონაცემებით, ის 5.62 მილიარდს შეადგენს.

რაც შეეხება მისი ქონების მაქსიმუმს, bloomberg-ის მონაცემებით, ყველაზე მდიდარი ივანიშვილი 2013 წელს იყო, მაშინ მისი ქონების ღირებულებამ, 6.4 მილიარდი დოლარი შეადგინა.

2013 წლიდან მოყოლებული, მისი ქონება ყველაზე მეტად 2016 წელს შემცირდა.

მართალია, 2012 წლის მონაცემები “ბლუმბერგზე” არ იძებნება, თუმცა არსებული ცხრილიდან შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილის ქონების ვარდნის მაჩვენებლები, 2016-ში და 2018-ში არჩევნების თარიღს ემთხვევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები