„გოლდენ სტეიტის“ ფორვარდმა, კევინ დურანტმა „ინსტაგრამში“ თავის ყოფილ თანაგუნდელთან, ზაზა ფაჩულიასთან მიმოწერა განათავსა. „დეტროიტის“ ქართველმა ცენტრმა დურანტს, დაბადების დღე დიდი ხნის დაგვიანებით მიულოცა. NBA-ის ვარსკვლავი 29 სექტემბერს 30 წლის გახდა.
– დაბადების დღეს გილოცავ, ძმაო. საუკეთესო სურვილებით.
– არ მაქვს დაბადების დღე. ამას „ინსტაგრამში“ დავდებ, რომ ყველამ დაინახოს როგორი ცუდი თანაგუნდელი ხარ.
– ჯანდაბა, შენი დაბადების დღე ხომ 28 სექტემბერსაა.
– 29 სექტემბერს. გეყოფა წერა. მიყვარხარ.
– ჩემს შეტყობინებაში ერთადერთი კარგი ის არის, რომ შენზე ვფიქრობ.
– ჰა, ჰა. ეს მართალია. მაკლიხარ, ძმაო.
ზაზა ფაჩულიამ და კევინ დურანტმა, ერთად „გოლდენ სტეიტში“ ორი სეზონი ითამაშეს და ორივე სეზონში ჩემპიონები გახდნენ.