რამდენიმე საათის წინ, ამერიკის ხმისჩამწერმა აკადემიამ, 61-ე ,,გრემის’’ ნომინანტები დაასახელა.
სიას ჰიპ-ჰოპ შემსრულებლები ლიდერობენ. 8 ნომინაციაში გამარჯვებისთვის კენდრიკ ლამარი იბრძოლებს. 7 გრამოფონის მოპოვებას შეეცდება დრეიკი.
6 ნომინაციაშია წარდგენილი ბრენდი კარლაილი, რომელსაც 5-5 კატეგორიით ქარდი ბი, ლედი გაგა, მარენ მორისი, Childish Gambino და H.E.R. მოჰყვებიან.
ნომინანტთა შორის ასევე კამილა კაბეიო, არიანა გრანდე, პინკი, ტეილორ სვიფტი, კელი კლარკსონი, ჟანელ მონე, ფარელი, ტრევის სკოტი, კანიე უესტი, ,,კარტერები’’ და სხვები მოხვდნენ.
საინტერესოა, რომ ,,საუკეთესო ახალი შემსრულებლის’’ ტიტულისთვის ერთმანეთს სხვებთან ერთად, დუა ლიპა და ბიბი რექსა დაუპირსპირდებიან.
აღსანიშნავია, რომ მაკ მილერს, რომელიც მიმდინარე წლის 7 სექტემბერს, 26 წლის ასაკში გარდაიცვალა, ,,საუკეთესო რეპ ალბომის’’ ნომინაცია მიანიჭეს.
შეგახსენებთ, რომ ,,გრემის’’ გამარჯვებულები 10 თებერვალს, ლოს-ანჯელესში გამოვლინდებიან.