LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანტა ეს შენ ხაარ? – გაცნობის საიტის ახალ რეკლამაში სექსუალური სანტა გამოჩნდა

7086938-0-image-a-33_1544098573159

გასაცნობმა აპლიკაციამ Lumen საშობაო რეკლამის მთავარ სახედ 58 წლის პოლ ორჩარდი შეარჩია. პოლმა სანტას იმიჯი მოირგო, თუმცა, ეს იმდენად სექსუალურად გააკეთა, რომ მასში ყველასათვის საყვარელი მოხუცი და ფუმფულა ბაბუას ამოცნობა ყველას გაუჭირდა.

აპლიკაცია 50 წელს გადაცილებული ადამიანებისთვისაა განკუთვნილი და მის სახედ საპატიო ასაკში მყოფი მსახიობიც სწორედ ამიტომ შეირჩა. რაც შეეხება სანტას იმიჯს, საქმე ისა, რომ როგორც ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, ქალბატონთა 19%-ისთვის სანტა მიმზიდველი მამაკაცია. მის მიმზიდველობას კი მანდილოსნები მეგობრული ვიზუალით, ღიმილითა და პიროვნული თვისებებით ხსნიან. ასევე, გამოკითხულთა 20%-ს „მოხუცის“ წვერი, 17%-ს კი – ჭაღარა თმა მოსწონს. ამიტომ, სულაც არ არის გასაკვირი პოლის ახალი და ძალიან სექსუალური სანტას იმიჯი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები