LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანტა კლაუსი რომ პინგვინი ყოფილიყო: იაპონიაში გამორჩეული წინასაშობაო განწყობაა (ვიდეო)

24a6181

პინგვინები სანტა კლაუსის კოსტუმებში – იაპონიაში, ხონსიუს კუნძულზე მდებარე ზოოპარკი „მაც ვოგელ პარკი“ მეორე წელია იშვიათ წინასაშობაო განწყობას უქმნის თავის სტუმრებს.

გამოწყობილი ფრინველები ამაყად მიაბიჯებენ ხეივანში პაწაწუნა ზანზალაკების თანხლებით, რომლებიც წითელ მოსასხამზეა მიბმული. მათ აღტაცებული ბავშვები მისდევენ და პრინციპში არც უფროსი ასაკის დამთვალიერებლები არიან აღლუმში მონაწილეობის წინააღმდეგი.

პარკში დგას ნაძვის ხეც და ყველა მსურველს აქვს საშუალება სამახსოვრო ფოტო გადაიღოს ფრთოსან სანტა კლაუსებთან, რომლებიც ზოგჯერ ივიწყებენ ახალ საპასუხისმგებლო მისიას და ერთმანეთში ურთიერთობის გარკვევას იწყებენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები