გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, გიორგი ვაშაძე უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს საარჩევნო შტაბისთვის იმუშავებს 2019 წლის მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში.
როგორც ტელეკომპანია “მაესტრო” იტყობინება, ინფორმაციას ადასტურებს გიორგი ვაშაძე, რომლის თქმითაც, უკრაინაში გადასვლა შესთავაზეს.
“მუდმივად ვერ წავალ ხომ საქართველოდან?! რეფორმებზე ვმუშაობ და რეფორმების განრიგის კუთხით მთხოვეს, რა შეიძლება გაკეთდეს უკრაინაში და ამას საქართველოდან ვიმუშავებ. პოროშენკოსთან დიდი ხანია ვთანამშრომლობ. რეფორმების ახალი განრიგი უნდა გავაკეთოთ სავარაუდოდ პოროშენკოსთვის” — უთხრა მაესტროს გიორგი ვაშაძემ.
გიორგი ვაშაძე აქამდეც იკავებდა უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის სავარძელს, თუმცა, ახლა, პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიაშიც ჩაერთვება.
უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 2019 წლის 31 მარტს ჩატარდება.