LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბენზინგასამართ სადგურებს ტყვიის შემცველობაზე შეამოწმებენ

Untitled

ბენზინგასამართ სადგურებს ტყვიის შემცველობაზე შეამოწმებენ – ჯარიმა 8000 ლარია. აკმაყოფილებს თუ არა საერთაშორისო სტანდარტებს და მოქმედ კანონმდებლობას საწვავი, რომელიც საქართველოში იყიდება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ბენზინში ტყვიის შემცველობის დადგენის მიზნით სინჯების აღება დაიწყო.

ქვეყნის მასშტაბით 240 ნიმუშის აღება იგეგმება. შემოწმება ბენზინგასამართ სადგურებში წინასწარი გაფრთხილების გარეშე განხორციელდება. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, კანონდამრღვევი კომპანია 8 000 ლარით დაჯარიმდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები