ახალგაზრდა პიანისტი, პაპუნა შარიქაძე, რომელიც აშშ-ში ბერკლის უნივერსიტეტში სწავლობს და ნიუ იორკში ცხოვრობს, აქვეყნებს სოციალური ქსელის პოსტს, სადაც საუბარია იმაზე, როგორ გაქურდეს თბილისში ერთ-ერთი ადამიანის მანქანა და როგორ მოაძვრეს მას დისკი.
პოსტის ავტორი, ნინი ხურცილავა, შესაბამის ფოტოსაც აქვეყნებს და წერს: „საღამოს 8 საათზე დისკი მომიხსნა ვიღაც ტიპმა მანქანიდან და წაიღო )) (კამერებში ჩანს, საყვარელად როგორ ამოიდო იღლიაში და მიაქვს. მაგასაც დავდებ ცოტა ხანში, იქნებ ამოიცნოთ))) პატრულმა, რა ცუდია, დაზღვევა რომ არ გაქვსო.
დროა, სიგნალიზაცია დააყენოთ. გილოცავთ სალომეს გამარჯვებას. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჰელოუ!“
პაპუნა შარიქაძე აღნიშნავს, რომ ასეთი რამ არა მხოლოდ საქართველოში ხდება:
„ნეტა, ეს თვისება მოვიშოროთ, რომ გვგონია, ყველაფერი ცუდი მარტო საქართველოში ხდება. ეს რა კომპლექსია, არ მესმის (უფრო სწორად, მესმის სადღაც). სამწუხაროა, ასეთი რამეები რო ხდება, რა თქმა უნდა, მაგრამ ამერიკაში იპარავენ, თუ იპარავენ მანქანის დისკებს, ველოსიპედებს, რას აღარ… ეგეთები ყოველდღე ხდება. მეც მომპარეს 2015-ში ველოსიპედი))) სავსეა აქაურობა კრიმინალით და საშიში ხალხით, საქართველოში რო არ დაგვესიზმრება, ეგეთი მანიაკებით.“