LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lufthansa თბილისისკენ დღის რეისებს ამატებს

lufthansa

გერმანიის უმსხვილესი ავიაკომპანია Lufthansa მიუნხენითბილისიმიუნხენის საჰაერო ხაზზე 8 დეკემბრიდან დღის რეისებს ამატებს.

avianews.ge -ის ინფორმაციით, დამატებითი რეისი ყოველ შაბათს განხორციელდება. ფრენა მიუნხენიდან თბილისის მიმართულებით 09:00 საათზე (ადგილობრივი დროით) შესრულდება, ხოლო თბილისიდან მიუნხენის მიმართულებით 16:45 საათზე (თბილისის დროით).

უკვე დამტკიცებული ზამთრის სანავიგაციო პერიოდის განმავლობაში, Lufthansa მიუნხენითბილისისაჰაერო ხაზზე კვირაში 8 სიხშირით იფრენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები