დუბლინში გამართული 2020 წლის უეფას ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის შედეგად საქართველოს ნაკრები D ჯგუფში შვეიცარიის, დანიის, ირლანდიისა და გიბრალტარის ნაკრებებთან მოხვდა.
D ჯგუფის კალენდარი წილისყრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას 2019 წლის 23 მარტს შინ შვეიცარიის წინააღმდეგ გამართავს. ევრო პირველობის შესარჩევ ეტაპს კი, ჩვენი გუნდი 2019 წლის 15 ნოემბერს კვლავ შვეიცარიასთან სტუმრად დაასრულებს.
ევრო 2020-ის შესარჩევის D ჯგუფის სრული კალენდარი:
23/03/2019 საქართველო – შვეიცარია
27/03/2019 ირლანდია – საქართველო
07/06/2019 საქართველო – გიბრალტარი
10/06/2019 დანია – საქართველო
08/09/2019 საქართველო – დანია
12/10/2019 საქართველო – ირლანდია
15/10/2019 გიბრალტარი – საქართველო
15/11/2019 შვეიცარია – საქართველო
საკვალფიკაციო ეტაპზე ევრო 2020-ის 20 მონაწილე გამოვლინდება. დანარჩენი 4 ადგილს კი, უეფას ერთა ლიგის დივიზიონების გამარჯვებულები შეავსებენ.