Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
აშშ-ის სენატმა რეზოლუცია მიიღო, რომლითაც ქერჩის სრუტეში რუსეთის ქმედებებს გმობს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის სენატმა რეზოლუცია მიიღო, რომლითაც ქერჩის სრუტეში რუსეთის ქმედებებს გმობს

senati

აშშ-ის სენატმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელიც ქერჩის სრუტეში რუსეთის ქმედებებს გმობს. აშშ-ის სენატი ოფიციალურ მოსკოვს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაუბრუნოს უკრაინას გატაცებული გემები და გაათავისუფლოს დაპატიმრებული მეზღვაურები.

გარდა ამისა, სენატორები მხარდაჭერას უცხადებენ ოფიციალურ კიევს და გმობენ რუსეთის ნებისმიერ სამხედრო ქმედებებს, რომელიც მიმართულია საერთაშორისო წესების ცალმხრივ შეცვლაზე.

„ქერჩის ხიდის არაკანონიერი მშენებლობა, რაც უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაა, აზოვის ზღვის მილიტარიზაცია, ყველაფერი ეს ქერჩის სრუტეში სამხედრო-საზღვაო ნაოსნობის გამკაცრების მიზეზი გახდა. აშშ ელოდება, რომ რუსეთი შეწყვეტს გემების შემოწმებას,“ – ნათქვამია რეზოლუციაში.

რეზოლუციაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ ვაშინგტონი არ ცნობს ყირიმის ნახევარკუნძულის რუსეთის მიერ ანექსიას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები