LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვენტინ ტარანტინო დაქორწინდა (ფოტო)

6786118-0-image-a-62_1543483219424

კვენტინ ტარანტინო პირველად დაქორწინდა. ლეგენდარული რეჟისორის რჩეული 35 წლის ებრაელი მომღერალი და მოდელი, დანიელა პიკია.

ირკვევა, რომ ქორწილი ხმაურის გარეშე, მეგობრების ვიწრო წრეში, ლოს-ანჯელესში გაიმართა. ქორწინების დაკანონება წყვილმა ბევერლი-ჰილზის ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანში აღნიშნა.

როგორც ჩანს, წვეულება მხიარულ გარემოში გაგრძელდა, რადგან ფოტოზე, რომელსაც ინსაიდერი ავრცელებს, სკამზე მჯდარი, ხელში ატაცებული პატარძალი ჩანს.

შეგახსენებთ, რომ 55 წლის ვარსკვლავი და პიკი ერთმანეთს 2009 წელს, ფილმის ,,უსახელო ნაბიჭვრები” პრომო ტურის დროს შეხვდნენ. მათ ურთიერთობა 2016 წელს დაიწყეს, მომდევნო წელს კი დაინიშნნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები