LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრის მარტინმა Take That-ს იუბილე სახალისო ვიდეოთი მიულოცა

BeFunky-collage-19

საინტერესოა, რომ დისკი ინგლისური ბენდის 30 წლის იუბილეს აღსანიშნად გამოიცა. ფირფიტაში ჯგუფის საუკეთესო ჰიტების განახლებული ვერსიები და სამი ახალი სიმღერა: Spin, Everlasting და Out of Our Heads შედის, რომელიც 11 ოქტომბერს გამოვიდა.

ამ დღეებში, საყვარელ კოლექტივს იუბილე სახალისო ვიდეოთი მიულოცა Coldplay-ის ვოკალისტმა, კრის მარტინმა. ვიდეოში, რომელიც Take That-მა სოციალურ ქსელში გაავრცელა, 41 წლის ვარსკვლავი, ბიჭების სადებიუტო სინგლს Do What U Like ასრულებს და არაორდინალურად ცეკვავს.

,,30 წელი გავიდა, მე კი დღემდე ვუსმენ. არ ვნებდები და ვლოცულობ, რომ ოდესმე ბენდში სამღერად დამიძახებთ”, – ამბობს მარტინი.

შეგახსენებთ, რომ Take That 1990 წელს, მანჩესტერში ჩამოყალიბდა. ჯგუფი მუსიკალურ კარიერას გერი ბარლოუს, ჰოვარდ დონალდისა და მარკ ოუენის შემადგენლობით აგრძელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები