LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აბაშაში დეპუტატი ამომრჩეველს კაბინაში შეყვა – შსს-მ გამოძიება დაიწყო [ვიდეო]

Untitled

აბაშის საარჩევნო ოლქში, მე-10 უბანზე ხმის მიცემის კაბინაში მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ხმის მიცემის ფარულობის შესაძლო დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე მუხლით დაიწყო და ამ ეტაპზე შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

აბაშაში, ინცინდენტი მეათე უბანზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, “ქართული ოცნების” დეპუტატი ლეონტი ნადარეიშვილი ამომრჩეველს კაბინაში შეყვა და ბიულეტენზე საარჩევნო ნომერი შემოუხაზა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები