„ფორტუნას“ ინფორმაციით, თბილისის მესამე საარჩევნო უბანზე, სადაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ელოდებიან, დაპირისპირება მოხდა. როგორც ჩვენი კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, მეოთხე საარჩევნო უბნის დამკვირვებელს, რომელიც ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას წარმოადგენს, ინფორმაცია ჰქონდა, რომ მესამე საარჩევნო უბანზე ერთი და იგივე პირი ხმის მისაცემად მესამედ მივიდა.
დამკვირვებელი აღნიშნული უბნიდან გააძევეს და მის წინააღმდეგ საჩივარი დაწერეს.
არასამთავრობოს წარმომადგენელი ამ დროისთვის მუშაობას ისევ მეოთხე საარჩევნო უბანზე განაგრძობს.
https://www.facebook.com/fortuna106.9/videos/522316024912841/?epa=SEARCH_BOX