LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა სარალიძე მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს

zaza-saralidze-702x320

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მთავარ პროკურორთან, შალვა თადუმაძესთან შეხვედრას ითხოვს. ამის შესახებ სარალიძემ სასამართლო სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, თადუმაძე მას დაპირდა შეხვედრას, მას შემდეგ კი, რამდენიმე თვე გავიდა და მასთან კომუნიკაციაზე არავინ გადის.

„როცა თადუმაძეს შევხვდი, დამპირდა, 2-3 კვირაში დაგიძახებ, შევხვდეთ და გავიაროთ ყველაფერიო, ის 2-3 კვირა კი 4-5 თვე გაიწელა. მოვითხოვ, პირადად მასთან შეხვედრას, ამ საქმის პროკურორების თანდასწრებით, რომ საქმის კურსში ჩამაყენოს,” – აცხადებს სარალიძ.

მისივე თქმთ, ეკა ბესელია მას ბრალდებებს უყენებს და ამბობს, რომ დაზარალებული მხარე პროცესებს არ ესწრება.

“თადუმაძეს მოვთხოვ პირდაპირ, განმარტება გააკეთოს, რასაც ივანიშვილი, ბესელია, ოხანაშვილი, მდინარაძე და ისინი აცხადებენ – დაველოდოთ სააპელაციო და უზენაეს სასამართლოსო,” – განაცხადა სარალიძემ.

მოკლული დავით სარალიძის მამა ასევე, თადუმაძისგან მოითხოვს განმარტების გაკეთებას, იმის შესახებ, რომ სასამართლო და მოსამართლე უფლებამოსილი არ არის საქმეში ახალი ფიგურანტი შეიყვანოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები