ბოლნისის რაიონის სოფელ ქვეშში 70 წლამდე მამაკაცი მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცხედარი გუშინ იპოვეს. გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს გარდაცვლილს თვალები აქვს დათხრილი, უწყებაში არ ადასტურებენ. ამ დროისთვის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის) მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.