LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდში მამაკაცი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს

საპატრულო-ლენტი-შსს-პოლიცია-1

ზუგდიდში მამაკაცი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს. დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაშია გადაყვანილი და შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. ექიმების ცნობით, მამაკაცს ბარძაყის არეში მრავლობითი ნაგლეჯი ჭრილობები აღენიშნება.

არსებული ონფორმაციით, დაჭრილი გარემოს დაცვისა და ზედამხედველობის სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელია. შს სამინისტრო დაჭრის ფაქტს ადასტურებს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

„დაჭრის ფაქტი დასტურდება. მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ფაქტთან დაკავშირებით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს,“ – აცხადებენ შსს-ში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები