Golden Boy 2018-ის ფინალური ხუთეული ცნობილია. გამოცემა Tuttosport-მა 2018 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელისათვის განკუთვნილი პრიზის 5 პრეტენდენტი დაასახელა.
ხუთეულში მოხვდნენ:
ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (”ლივერპული”)
ვინისიუს ჟუნიორი (”რეალი”)
მატიას დე ლიგტი (”აიაქსი”)
ჯასტინ კლუივერტი (”რომა”)
პატრიკ კუტრონე (”მილანი”)
დაჯილდოების ცერემონიალი დეკემბრის შუა რიცხვებში შედგება.
2017 წელს Golden Boy-ის ლაურეატი პსჟ-ის ვარსკვლავი კილიან მბაპე გახდა. პრიზის პირველი მფლობელი კი 2003 წელს რაფაელ ვან დერ ვაარტი იყო.