LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხობში ხანძრისას დაშავებული 66 წლის ქალი გარდაიცვალა

1541755836_11

ხობში ხანძრისას დაშავებული 66 წლის ქალი  გარდაიცვალა.  დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი, გუგა ქაშიბაძის თქმით, ამავე შემთხვევის დროს დაშავებული კიდევ სამი პაციენტის ჯანმრთლეობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

„სამწუხაროდ, ერთი ქალბატონი გარდაიცვალა. 66 წლის ქალს სხეულის 85%-იანი დამწვრობა ჰქონდა, სასუნთქი გზების დაზიანებით, უმძიმესი დამწვრობითი შოკით. მას აღენიშნებოდა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები. კიდევ სამი პაციენტის მდგომარეობა საკმაოდ სერიოზული და კრიტიკულია. მიმდინარეობს მკურნალობა მთელი ძალებით“, – განაცხადა პირველ არხთან გუგა ქაშიბაძემ.

შეგახსნებეთ, გუშინ ამავე შემთხვევის დროს დაშავებული 67 წლის მამაკაცი დაიღუპა.

სოფელ ხეთაში, ჭითანავების ოჯახში ძლიერი აფეთქება ორი დღის წინ მოხდა.სხეულის სხვადასხვა ხარისხის დამწვრობა  ოჯახში მყოფმა შვიდმა ადამიანმა მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება ღუმელის ანთებისას დიზელის ნაცვლად ბენზინის გამოყენებამ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები