LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1 წელიწადში უნდა მივიღოთ კანონმორჩილი, ხალხისგან დაქირავებული ხელისუფლება – ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი2

„1 წელიწადში შედეგი უნდა მივიღოთ მარტივი – კანონმორჩილი, ხალხისგან დაქირავებული ხელისუფლება. ის ბზარი, რაც გაჩნდა საზოგადოებაში, რომ ხელისუფლება ცალკეა და საზოგადოება ცალკეა, ეს უნდა გამთლიანდეს“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავჯდომარემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილის განმარტებით, ხალხმა უნდა დაინახოს, რომ ქირაობს ხელისუფლებას და ის მას ემსახურება და მისი ყველა გაჭირვება იცის.

„რთულია დემოკრატიული მეთოდებით მართვა, განსაკუთრებით ისეთ ღარიბ ქვეყანაში, როგორც საქართველოა, მაგრამ ამ მეთოდების შეცვლის ცდუნება არავის უნდა გაუჩნდეს. რთულია ადამიანის უფლებები მაქსიმალურად დაიცვა და ამ დროს ერთ-ერთი ძირითადი უფლება: მას ჰქონდეს ღირსეული სამუშაო ადგილი და ოჯახის ღირსეული შემოსავალი, თანხვედრაში ვერ მოდიოდეს. ასეთ შემთხვევაში ერთადერთი რჩება ხელისუფლებას, რომელიც მართავს სახელმწიფოს, რომ სახელმწიფო უნდა იყოს ძალიან ძლიერი. ძლიერი არა ძალადობასა და შიშზე დაფუძნებით, რასაც აკეთებდა წინა ხელისუფლება, არამედ ხალხის ნდობით”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ქართული ოცნების თავჯდომარე ასევე მიიჩნევს, რომ კადრების სწორად შერჩევა აუცილებელია.

მისივე თქმით, საქართველოში პოლიტიკური ისტებლიშმენტი ღარიბია.

როგორც ქართული ოცნების თავჯდომარე მიიჩნევს, საზოგადოებას ჯერ კიდევ თეთრსა და შავს შორის უწევს არჩევანის გაკეთება. ივანიშვილის თქმით, ნაციონალური მოძრაობა ცდილობს მოსახლეობა დაარწმუნოს, რომ ყველაფერი საშინლად არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები