LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ალასანიას საუბრის ჩანაწერებში ხმების ნამდვილობა დადასტურდა – შსს

a8bc4ca4843c2ca18e5a8776657235db

ექსპერტიზამ დაადგინა, რომ უკრაინული სააგენტოს მიერ გავრცელებულ, თემურ ალასანიას და მიხეილ სააკაშვილის საუბრის ჩანაწერებში, ნამდვილად აღნიშნული პირების ხმა ისმის. ინფორმაცია ამის შესახებ „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება 2018 წლის 2 ნოემბერს, საქართველოს სსკ-ს 158-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევას გულისხმობს. ექსპერტიზის შედეგად მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ალასანიას საუბრის ჩანაწერებში მათი ხმების ნამდვილობა დადასტურდა,” – განუცხადეს “ფორტუნას” შსს-ში.

როგორც უწყებაში განმარტეს გამოძიება გრძელდება და ჩანაწერის გამავრცელებელი პირების იდენტიციფირებაზე მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთ უკრაინულ ვებ-გვერდზე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და მისი ბიძის თემურ ალასანიას სატელეფონო ჩანაწერი რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა. აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება 2018 წლის 2 ნოემბერს  დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები