Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
როგორც ჩანს, გიორგი გახარია სამეგრელოში ხალხმა არ ჩაიხუტა და ის ბანდიტებს ჩაეხუტა – მურთაზ ზოდელავა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორც ჩანს, გიორგი გახარია სამეგრელოში ხალხმა არ ჩაიხუტა და ის ბანდიტებს ჩაეხუტა – მურთაზ ზოდელავა

1525517469738798

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ სამეგრელო-ზემო სვანეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, მურთაზ ზოდელავა აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარია ზუგდიდში ყოფნა ე.წ. ქურდული სამყაროს წევრების წინასაარჩევნო მობილიზებას უკავშირდება.

აღნიშნულზე მურთაზ ზოდელავამ „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, გახარია მისი მოადგილის, ლევან კაკავას მეშვეობით, უკავშირდება „მაყურებელს“, ვინმე ხვიჩა ცხაკაიას, რომლის გავლენითაც ცდილობენ ხალხის დაშინებას და მოსყიდვას.

მან ჟურნალისტებს ფოტო წარმოუდგინა, რომლებზეც, მისი მტკიცებით, „კანონიერი ქურდები“ და მათთან დაახლოებული ადამიანები არიან აღბეჭდილი.

„შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობდა, რომ სამეგრელოში ჩამოვიდა ხალხის ჩასახუტებლად და ეს იყო მათი გაცხადებული მიდგომა მას შემდეგ, რაც პირველი ტური წააგეს. ისე მოხდა, რომ გახარია ხალხს ვერ ჩაეხუტა, ხალხმაც როგორც ჩანს არ ჩაიხუტა, მაგრამ ის ჩაეხუტა ე.წ. „მაყურებლებს“, ბანდიტებს. ზუგდიდში „მაყურებელი“ არის ხვიჩა ცხაკაია, ხოლო ხობში ვინმე მანუჩარ ქარჩავა. ეს ორი ადამიანი გააქტიურდა გახარიას დავალებით. მათთან უშუალო კონტაქტში იმყოფება მინისტრის მოადგილე კაკავა, რომელიც აქეთ გადმოსახლდა. მინდა მივმართო გახარიას, რომელსაც რაღაც ამბიციები ჰქონდა, რომ ებრძოლა „ქურდულ სამყაოსთან“, მაგრამ ეს ყველაფერი წყალში ჩაყარეთ, ამ ორი კვირის განმავლობაში. როგორც ჩანს, პოლიციელების ხმები გაცვალეთ „კანონიერი ქურდების“ ხმებში. აი ეს თორმეტი ადამიანი, რომლებიც ამ ფოტოებზე არის, ალბათ მოგცემთ ხმას და კიდევ ეცდებიან დაატერორონ მოსახლეობა, მაგრამ არც ერთი წესიერი ადამიანი თქვენ ხმას არ მოგცემთ,“ – განაცხადა ზოდელავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები