LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

516 სამოხელეო დანაშაული 3 თვეში – როგორია საგანგაშო სტატისტიკის პრევენციის გზები

B3D1B95E-6B42-4CEB-8FCD-8E367659D15F_w1023_r1_s

საქართველოში სახელმწიფო სტრუქტურებში დანაშაულის სტატისტიკა გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის მე-3 კვარტლის მონაცემებით, სამოხელეო დანაშაულის 516 ფაქტი დაფიქსირდა. ეს რიცხვი გასული წლების წლიურ მაჩვენებელს აღემატება. კერძოდ, „საქსტატის“ ცნობით, 2016-2017 წლებში საქართველოში სამოხელეო დანაშაულის 503-503 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. 2015 წელს კი, ამ ტიპის დანაშაულთა რაოდენობამ 592 შეადგინა.

დანაშაულის ეს ჯგუფი აერთიანებს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, უფლებამოსილების გადამეტებას, სამსახურებრივ გულგრილობას, სიყალბეს, ქრთამის აღებასა და მიცემას.

სისხლის სამართლის სპეციალისტი, გიორგი მშვენიერაძე „ფორტუნას“ კითხვაზე, რატომ დგას დღეს ქვეყანა მსგავსი სტატისტიკის წინაშე, ამბობს, რომ პასუხი არ აქვს. თუმცა, ამ სტატისტიკის ზრდას არასამთავრობო ორგანიზაციები ბუნებრივია, აკრიტიკებენ და ბოლო დროს მომხდარ ერთ-ერთი გადაცდომის ფაქტს იხსენებენ.

 

NGO-ები დანაშაულის სტატისტიკის ზრდას აკრიტიკებენ

 

„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, „თანასწორობის მოძრაობა“, „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“, „დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ და სხვა ორგანიზაციები ფიქრობენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისრტოს მიერ საქართველოს „კონსტიტუციის განგრძობადმა და უხეშმა დარღვევამ პარლამენტის წინ ძალადობის ესკალაცია გამოიწვია“. ამ განცხადებით NGO-ები ბოლო დროს მომხდარი ერთ-ერთი აქციის დროს ზაზა სარალიძის დაკავებას გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ „ზაზა სარალიძის ქმედება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ადამიანის უფლებების უხეში და განგრძობითი დარღვევის გამოძახილია.“

„ზაზა სარალიძისმალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი მხარდამჭერების მიერ საქართველოსპარლამენტის წინ მრავალდღიანი მშვიდობიანი პროტესტის დროს საქართველოს შინაგანსაქმეთა სამინისტრომ არაერთხელ დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და კანონი„შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებროცა აქციის მონაწილეებს არ მისცა მშვიდობიანიპროტესტის გამოსახატავად კარვის ან/და სხვა კონსტრუქციის მოწყობის უფლებაარასამთავრობო ორგანიზაციებმაისევე როგორც საქართველოს სახალხო დამცველმა,გააკეთეს მკაფიო განცხადებებირომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მსგავსი ქმედებასაქართველოს კონსტიტუციის და მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევაა და წარმოადგენსმშვიდობიანი შეკრების უფლებაში გაუმართლებელ ჩარევას,“ – წერია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

ამ ფაქტთან დაკავშირებით NGO-ებმა რამდენიმე სახელმწიფო უწყებას რეკომენდაციებით მიმართეს. ორგანიზაციები საქართველოს მთავარ პროკურატურას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება მშვიდობიანი შეკრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცენ ის პირები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ საკუთარი თანამდებობის გამოყენებით მშვიდობიანი შეკრების უფლების უკანონოდ შეზღუდვაში. ასევე, განცხადებაში აღნიშნულია კიდევ ერთი მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ – დაუყოვნებლივ შეცვალოს მშვიდობიანი შეკრებების დროს კარვების/სხვა კონსტრუქციების გაშლის შეზღუდვის უკანონო და თვითნებური პრაქტიკა და ამის თაობაზე გააკეთოს საჯარო განცხადება.

„წინასაარჩევნო კონტექსტის გათვალისწინებითგაიაზროს პროცესების ესკალაციის რისკები დამიიღოს ყველა ზომა მშვიდობიანისამართლიანი და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელადმნიშვნელოვანია ეს გარემოპირველ რიგშიშეექმნათ აქციის ორგანიზატორ შვილმკვდარმამებსრომლებიც ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან პოლიტიკურიინსტრუმენტალიზების და იგნორირების მსხვერპლები არიან,“ – წერენ NGO-ები.

თუმცა, განსხვავებულ აზრზეა კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი. IDFI-ის ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელი, საბა ბუაძე „ფორტუნასთან“ საუბრისას ამბობს, რომ საქართველოში დღეს ანტიკორუფციული სისტემა მუშაობს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი მუშაობის დასტური არის სწორედ გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა. თუმცა, ბუაძის თქმით, იმ შემთხვევებს, რაც გამოვლინდა, არ აქვს ახსნა, რატომ ხდება.

„სამოქალაქო საზოგადოების პოზიცია არის ის, რომ მაღალი დონის ე.წ. „ელიტური“ კორუფციის გამოძიება არ ხდება სათანადოდ. მედიის და სხვადასხვა ორგანიზაციის საშუალებით ასეთი არა ერთი შემთხვევის შესახებ გვაქვს ინფორმაცია. ასეთ შემთხვევებზე გამოძიება ან არ დაწყებულა ან ჩვენთვის უცნობია, როგორ წარიმართა ეს პროცესი. რაც შეეხება ზოგადად, გამოვლენილ შემთხვევებს, კორუფციას, რა თქმა უნდა, სხვადასხვა მიზეზი აქვს. ეს არის მსოფლიო მასშტაბით უნივერსალური მოვლენა. ზოგ ქვეყანაში კორუფცია უფრო ნაკლები სიხშირით გვხვდება, ზოგან – ეს სიხშირე უფრო მეტია. ამას აქვს სხვადასხვა, ეკონომიკური და მმართველობით სისტემასთან დაკავშირებული მიზეზები. ჩვენთან საჯარო სამსახური ჯერ კიდევ დაუცველია კორუფციისგან. ჯერ კიდევ არ არის გამართული ის ინსტრუმენტები, რომლებმაც უნდა მოახდინონ კორუფციის პრევენცია,“ – ამბობს „ფორტუნასთან“ საბა ბუაძე.

 

სამოხელეო დანაშაულის შემცირების პრევენციის გზები

 

არასამთავრობო ორგანიზაციებში განმარტავენ, რომ სამოხელეო დანაშაულის შემცირების პრევენცია რამდენიმე ხერხითაა შესაძლებელი. ერთ-ერთ ასეთ გზად სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხრიდან დაწესებულებებში შემოწმება სახელდება. ეს გზა კორუფციის შესაძლო შემთხვევების გამოძიების შესაძლებლობას იძლევა და ასევე, ასეთი შემთხვევების პრევენციის საშუალებასაც გვაძლევს. თუმცა, “ფორტუნას” აუდიტის სამსახურში განუცხადეს, რომ ამ რეკომენდაციის გარეშეც, აუდიტის სამსახური მუდმივ რეჟიმში ახორციელებს დაკისრებულ ვალდებულებას.

„სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავისი კომპეტენციისა და მანდატის ფარგლებში სწორედ სახელმწიფო უწყებების, ანუ ბიუჯეტის მხარჯავი ორგანიზაციების აუდიტს ახორციელებს,“ – განუცხადეს „ფორტუნას“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.

მთავარი პრობლემა, რაზეც არასამთავრობოები საუბრობენ, ე.წ. „ელიტური“ კორუფციაა. ამ საკითხის მოგვარებას კი, სისტემური პასუხი სჭირდება, როგორც ამას NGO-ები განმარტავენ.

„IDFI-ის პოზიცია და არა მხოლოდ ჩვენი, არამედ კორუფციაზე მომუშავე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია არის ის, რომ შეიქმნას დამოუკიდებელი და ანტიკორუფციული სამსახური. ამაზე აქცენტი რამდენიმე დღის წინ გააკეთა ზუსტად ევროპარლამენტმა რეზოლუციაში, სადაც ასევე ხაზგასმული იქნა მაღალი დონის კორუფციის პრობლემა და ასევე, მოცემული იყო რეკომენდაცია, რომ ანტიკორუფციული სამსახური გამოეყოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და ჩამოყალიბდეს დამოუკიდებლად და ჰქონდეს გამჭვირვალობის და დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი და ეს უნდა იყოს იმის წინაპირობა, რომ მაღალი დონის კორუფციული დანაშაულების თვალსაზრისით, ჩვენ გვქონდეს ეფექტური რეაგირების მექანიზმი,“– ამბობს „ფორტუნასთან“ საბა ბუაძე.

კითხვაზე, რა გამოცდილება არსებობს ამ კუთხით ევროპაში, ბუაძეს კონკრეტული რეცეპტი არ აქვს, თუმცა ამბობს, რომ გამოცდილება ცალსახად არაერთგვაროვანია, განსაკუთრებით ევროკავშირის ქვეყნებში. ბუაძის განმარტებით, დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნის გამოცდილება უკვე არსებობს ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში.

„ეს არის ლატვია, ლიტვა, სლოვენია – ამ ქვეყნებში დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახური საკმაოდ ეფექტურად და კარგად მუშაობს და ახდენს მაღალი დონის და ასევე, სხვა ტიპის კორუფციულ შემთხვევებზე რეგირებას. ასევეა მაგალითად, ჩვენი მეზობელი და მეგობარი სახელმწიფო – უკრაინა. მათ აქვთ დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნის გამოცდილებაც. ამ გამოცდილებამ გარკვეულწილად მოახდინა სისტემის გაჯანსაღება, თუმცა უკრაინაში პრობლემათა მთელი ერთობლიობა არსებობს, რომელთაც სისტემურად სჭირდებათ პასუხის გაცემა,“ – განმარტავს ბუაძე.

ის, რომ უნდა არსებობდეს დამოუკიდებელი, სპეციალიზებული და ეფექტური სამსახური, რომლის ძირითადი მიზანიც იქნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ქვეყნის დღის წესრიგისთვის აუცილებელი საკითხია. საქართველოში არსებულმა პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ არ გვჭირდება ინსტიტუციური რეფორმა იმიტომ, რომ არსებული ინსტიტუციური მოწყობა ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც კორუფციასთან დაკავშირებით არსებობს.

თათია კაკიაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები