LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ხელოვნურად დროს ნუ აჭიანურებენ იმისთვის, რომ სიტუაცია უმართავი გახდეს” – მაჩალიკაშვილების ადვოკატი

46030527_2236418879966360_7381467061333000192_n

„მოვითხოვთ, დაასრულოს პროკურატურამ გამოძიება, შეგვატყობინოს გადაწყვეტილება, გამოიკვეთა თუ არა დანაშაულის ნიშნები ქმედებაში, რომლის საფუძველზეც მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალება,“ – ამის შესახებ მაჩალიკაშვილების ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა განაცხადა.

კუბლაშვილი მოითხოვს ხელისუფლებისგან, საბოლოოდ განაცხადონ, არის თუ არა თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალება, დანაშაული.

„წაუყენონ ბრალის დამნაშავეს, თუ ეს დანაშაულია. იმ შემთხვევაში, თუ ბრალს არავის წაუყენებენ და ამბობენ, რომ აქ დანაშაული არ მომხდარა, დამნაშავე თემირლანია და მართლაც ხელში ეჭირა ხელყუმბარა, გვაცნობონ თავიანთი გადაწყვეტილება ოფიციალურად. ჩვენ ხელში გვექნება სამოქმედო საშუალება და მივმართავთ ევროსასამართლოს. სხვა შემთხვევაში, ხელოვნურად დროს ნუ აჭიანურებენ იმისთვის, რომ მდგომარეობიდან გამოვიდეს ყველა და სიტუაცია უმართავი გახდეს,“ – განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ ოფისის წინ სარალიძე და მაჩალიკაშვილი მხარდამჭერებთან ერთად საპროტესტო აქციას მართავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები