LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8 საძინებელი, ტროფეების ოთახი და პირადი მოედანი: რონალდოს სახლები (ფოტო, ვიდეო)

140

კრიშტიანო რონალდოს იმდენი ფული აქვს, ბუნებრივია, სახლებიც მშვენიერი ექნება. გადავხედოთ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის სახლებს მანჩესტერში, მადრიდსა და ტურინში.

 

მანჩესტერი
კრიშტიანო რონალდო ინგლისიდან 2009 წელს წავიდა, 6 სეზონის შემდეგ. პორტუგალიელმა მანჩესტერში სახელიც შეიქმნა და კაპიტალიც დააგროვა: 22 წლის ბიჭმა იოლად იყიდა 4.4 მილიონ ევროდ საკუთარი სახლი ჩეშირში.

აუზი, საუნა, ჯაკუზი და უმწიკვლო მდელო

 

მადრიდი
პორტუგალიელმა ახალი სახლი მადრიდის ყველაზე მდიდარ რაიონში, ლა ფრანკაში შეარჩია, სადაც სახლები 11-დან 20 მილიონამდე ღირს.

ტროფეის ოთახი ესპანეთში

 

ტურინი
გრან მადრე დი დიოს რაიონი ტურინის ცენტრშია. ეს დედაქალაქი არ არის, მაგრამ ფეშენებელურობა აქაც მაღალ დონეზეა. კრიშტიანოს მეზობლები არიან Fiat Chrysler-ის თავკაცი ჯონ ელკანი და „იუვენტუსის“ პრეზიდენტი ანდრეა ანიელი. ამ უბანში უცხოვრიათ უმბერტო ეკოს და ფრიდრიხ ნიცშეს.

რონალდოს ორმაგი ვილა ტურინში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები