აშხაბადში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს შეჯიბრი სუპერმძიმე წონაში ტარდება.
საქართველოს ღირსებას ორი სპორტსმენი – ირაკლი თურმანიძე და ლაშა ტალახაძე იცავენ.
დღის პირველი ქართული მედალი ირაკლი თურმანიძემ მოიპოვა, რომელმაც ატაცში 203 კგ. დაძლია და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
ლაშა ტალახაძემ კი მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი ოქროს მედალი ატაცში მოიპოვა. მან სამივე ცდა წარმატებით დაძლია.
ლაშა ტალახაძემ პირველივე ცდაზე 207 კგ. ასწია და ატაცში ოქროს მედალი გაინაღდა. მეორე ცდაზე მან 212 კგ. დაძლია და მორიგი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მესამე ცდაზე ტალახაძემ კიდევ ერთხელ მოახერხა ყველას გაოცება, 217 კგ. ასწია და საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა და მსოფლიოს რეკორდიც დაამყარა.
აკვრაშიც ოქრო
აკვრაში პირველ გამოსვლაზე ტალახაძემ 245 კგ. აწია და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მეორე ცდაზე ლაშამ 252 კგ. შეუკვეთა და მასაც მარტივად გაუმკლავდა. მესამე ცდაზე ლაშამ კიდევ ხუთი კილოგრამი მოუმატა და 257 კგ.-ც მარტივად დასძლია.
ლაშა ტალახაძემ ორჭიდის ჯამში 474 კგ. დაძლია და სამივე ოქროს მედალი (ატაცი, აკვრა, ორჭიდი) მოიპოვა.
სამწუხაროდ, ირაკლი თურმანიძემ ფეხის ტრავმის გამო აკვრაში მონაწილეობა ვერ მიიღო და მას მხოლოდ ატაცში მოპოვებული ბრინჯაოს მედალი დარჩა.