LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფლორენცია – რჩევები იტალიაში მოგზაურობის მსურველებს #ფორტუნაგიდი

240

იტალიელები ამბობენ: „ღმერთს რომ დედამიწაზე სამოთხისთვის ადგილი მოეძებნა, ის მას ტოსკანაში შექმნიდა“.
შემოდგომაზე ფლორენციაში ტურისტები ნაკლებია, ოქტომბრის შუიდან კი ოქროს შემოდგომა დგება. მშვენიერი დროა მუზეუმებში სასეირნოდ, საშოპინგოდ და ტერასებზე ყავის დასალევად.

ფლორენცია (იტალ. Firenze, ძვ. იტალ. Fiorenza, ლათ. Florentia)
1982 წელს გამოცხადდა მსოფლიოს კულტურულ მემკვიდრეობად

ტოსკანას დედაქალაქი და იტალიის რესპუბლიკის ყოფილი დედაქალაქი ფლორენცია ძალიან ძველი ქალაქია, რომელიც ჩვ.წ.აღ-მდე 59 წელს დაარსდა პირადად იულიუს კეისარის მიერ. თუმცა ფლორენციამ აღორძინებას მე-14-16 საუკუნეებში მიაღწია და გადაუჭარბებლად ევროპის ფინანსური და კულტურული ცენტრი გახდა.
ფლორენცია წარმატებით ითავსებს დიადი წარსულის სულს და დინამიური თანამედროვე ქალაქის ატმოსფეროს შესანიშნავი სამზარეულოთი, შოპინგითა და ათასგვარი გასართობით.
სწორედ ფლორენცია მიიჩნევა ადგილად, სადაც დაიწყო აღორძინების ეპოქა – დანტე ალიგიერი, ფრანჩესკო პეტრარკა, ჯოვანი ბოკაჩო აქაურები არიან. რენესანსული არქიტექტურაც აქედან წამოვიდა. მას შემდეგ ქალაქი მთელი დიდებულებით მშვენივრად შემონახულია და დღეს ფლორენციას თავისუფლად შეიძლება ეწოდოს „მუზეუმი ღია ცის ქვეშ“.

ფლორენციის რაიონები

ტოსკანას დედაქალაქს ორად ყოფს მდინარე არნო, რომლის ჩრდილოეთ ნაპირზე ქალაქის გული – ისტორიული ცენტრის რაიონია. ის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. მინიმუმ მის მყუდრო და რომანტიულ პატარა ქუჩებში უნდა გაისეირნოთ.

ცენტრია დუომოს მოედანი, გვერდითაა ჯოტოს შექმნილი სანტა მარია დელ ფიორეს ტაძრის სამრეკლო. აქვეა ქალაქის მფარველის წმინდა იოანეს ბაპტისტერია. ცენტრშია სახელგანთქმული მუზეუმები – სან მარკოგალერეა აკადემია, ასევე ძვირადღირებული სასტუმროები და რესტორნები.

სან ლორენცო – კიდევ ერთი ცენტრალური რაიონი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ვაჭრობითა და ხელოვნებით იწონებდა თავს. ამ ადგილის მეორე სახელია „მედიჩის კვარტალი“. სწორედ სან ლორენცოს ტაძარში არიან დაკრძალულნი ამ წარჩინებული ოჯახის ფაქტობრივად ყველა წარმომადგენელი. აქ მდებარეობს სან მარკოს დიდებული მონასტერი და სახელგანთქმული ცენტრალური ბაზარი.

სანტა კროჩეს რაიონი (იტ. წმინდა ჯვარი) – სახელი ამავე სახელწოდების ეკლესიისგან მოდის, რომელიც ქალაქის არქიტექტურული მარგალიტია. აქ სანახავია კოკი-სერისტორის, სპინელის, ანტელას სასახლეები და ჯორჯო ვაზარის სახლი. ეს ერთ-ერთი მოსახერხებელი რაიონია ტურისტებისთვის. ცენტრიდან შორს არ არის, ფასები კი საკმაოდ მისაღებია.

პონტე ვეკიოს ხიდზე (მეორე მსოფლიოს შემდეგ ერთადერთი გადარჩენილი გადასასვლელი ფლორენციაში) გადასვლისას ოლტრარნოს რაიონში აღმოჩნდებით. ეს დახვეწილი და ბოჰემური ადგილია. შესანიშნავი მუზეუმები: თანამედროვე ხელოვნების გალერეა, ვერცხლის ნაკეთობების მუზეუმი, პალატინის გალერეა. აჟურული ტაძრები და მომხიბვლელი პატარა რესტორნები, სადაც მხოლოდ ფლორენციული რეცეპტით ამზადებენ.

ფეხბურთის მოყვარულები უნდა წავიდნენ კოვერჩანოს რაიონში. აქ მდებარეობს იტალიური ფეხბურთისდიდების დარბაზი და ფედერაციის შტაბ-ბინა. კოვერჩანო ასევე უამრავი ეკლესია-მონასტრებით გამოირჩევა და ცენტრიდან ოდნავ მოშორებითაა.

(ვრცლად/ფოტოები/ვიდეო)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები