LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford-მა ევროპის ყველაზე შთამბეჭდავი გზები დალაშქრა

42

Ford-მა გამოაქვეყნა ვიდეოების სერია, რომლებიც ევროპულ გზებს ეძღვნება. როგორც თიზერში ჩანს, Mustang Bullitt-ის საჭესთან ყოფილი მრბოლელი და ჟურნალისტი სტივ სატკლიფია მოკალათებული. ბრიტანელი ავტომოყვარული მენის კუნძულის ტერიტორიაზე, სწორედ იმ ადგილზე მოძრაობს სადაც ყოველწლიურად Isle of Man TT-ის მოტორბოლა იმართება ხოლმე. „მუსტნაგის“ განსაკუთრებული ვერსია დეტროიტის ავტოსალონზე გასული იანვრის თვეში წარადგინეს. მასლქარი 5 ლიტრის მოცულობის „რვიანითაა“ აღჭურვილი და აგრეგატს 482 ცხენის ძალის გამომუშავება შეუძლია. 0-დან პირველ „ასეულს“ ავტომობილი 4,1 წამში ავითარებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 262 კმ/სთ-ია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები