LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გამოიყურება სანტა-მობილი – Dodge-ის საახალწლო სამზადისი

77

კომპანია Dodge-მ სადღესასწაულო სეზონისთვის მომზადება გადაწყვიტა და გამოაქვეყნა პირველი ვიდეო-რგოლი, რომელშიც სანტა-კალუსის მარხილია ასახული. სანტას მანქანა მასლქარ Challenger-ის ბაზაზეა აგებული და მან  6,2 ლიტრის მოცულობის V8 ძრავი მიიღო. სუპერმოდელს 808 ცხენის ძალის გამომუშავება შეეძლება, რაც სანტასთვის საკმარისზე მეტია. თუმცა, მოუხედავად საკმაოდ ძლიერი აგრეგატისა, ავტომობილს მოძრაობა ფიზიკურად არ შეეძლება, რადგან საბურავების ნაცვლად მარხილი აქვს დამონტაჟებული. სანტა-მობილში ადგილი 7 ადამიანისთვისაა განკუთვნილი და მისი დიზაინი მთლიანად წითელ ფერშია გადაწყვეტილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები