კომპანია Subaru-მ რეკორდის მოსახსნელად რუმინეთში მდებარე ე.წ. „მსოფლიოში საუკეთესო გზა“ შეარჩია. სპეციალურად მომზადებული სედანის WRX STI Type RA-ის საჭესთან ბრიტანეთის რბოლების სამგზის ჩემპიონი მარკ ჰიგინსი იჯდა.
შეგახსენებთ, რომ ეს სწორედ ის ჰიგინსია, ვინც ჯეიმს ბონდის ფილმებში დუბლიორად გამოდის ხოლმე. რაც შეეხება რუმინულ ტრასას, ის 84 კილომეტრისა და 688 მოსახვევისგან შედგება. ამასთან გზა ზღვის დონიდან საკმაოდ მაღალ წერტილში მდებარეობს. რეკორდის დამყარების დროს ტრასა მთლიანად გადაკეტეს და მრბოლელს მიზნის მისაღწევად რამდენიმე ცდა დასჭირდა. უფრო სწორედ კი რეკორდი მხოლოდ მეოთხე ცდაზე დამყარდა და ჰიგინსმა მთელი დისტანცია 40 წუთსა და 58,08 წამში დაფარა.