LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრამვაი გადაადგილების ყველაზე უსაფრთხო საშუალებაა

79

ბრიუსელის ტრამვაი ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტია. ბელგიის საზოგადოებრივმა სატრანსპორტო სისტემამ ყველაზე საიმედოს წოდება განსაკუთრებული სერვისისთვის მიიღო. საქმე ისაა, რომ გასულ წელს ბრიუსელმა შუქნიშნების ექსპერიმენტალური სისტემა დაამონტაჟა, რომლის დამსახურებითაც ავარიების რაოდენობა თითქმის ორჯერ შემცირდა. ამასთან, ბრიუსელმა საზოგადობრივი და პირადი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი გზები გაყო, რამაც არამხოლოდ ავარიების არამედ საცობების რაოდენობაც შეამცირა. და ბოლოს, ტრანსპორტის სამსახური ყოველწლიურად სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ღია გაკვეთილებს ატარებს, რომელთა მიზანიც მოზარდებისთვის გზებზე ქცევის წესების ახსნა და ტრამვაისთან დაკავშირებული საფრთხეების გაანალიზებაა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები