LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასეთი იქნება რეაბილიტირებული მეტროსადგური “გოცირიძე” – პროექტზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია [ფოტოები]

30

მეტროსადგური “გოცირიძეს” რეკონსტრუქციისა და კაპიტალური რემონტის სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა.

ტენდერის მიხედვით ჩასატარებელი სამუშაოები საკმაოდ მოცულობითია. მეტროსადგურზე მოხდება როგორ მიმდებარე ტერიტორიის, ასევე სადგურის რემონტი.

იგეგმება ბაქანზე არსებული ბეტონის დასაჯდომების დემონტაჟი და ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა. ასევე, გეგმის მიხედვით, უნდა მოხდეს, როგორც ბაქანის ასევე, წერეთელთან დასაკავშირებელი ხიდის გადახურვა.

როგორც სარენდერო ფაილებით ჩანს, მეტროსადგური “გოცირიძის” კედლები და ჭერი დეკორატიულად გაფორმდება. კიბეებზე კი მცირემხედველთათვის ყვითელი ნიშნები დაიხაზება.

რეაბილიტირებული მეტროსადგური სრულად იქნება ადაპტირებული. აღსანიშნავია, რომ შშმ პირებისთვის, იგეგმება ლიფტის მონტაჟიც.

ტენდერის გამარჯვებულს ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან ამ სამუშაოების შესრულებისთვის  210 (ორას ათი) კალენდარული დღე ექნება.

დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ მიმწოდებელს უნდა გააჩნდეს 2015 წლიდან განხორციელებული მინიმუმ 3 (სამი) პროექტი, როგორც ლითონკონსტრუქციების მოწყობის, ასევე შენობების კაპიტალური შეკეთების გამოცდილება. რომლის დამადასტურებელი დოკუმენტები – ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან სხვა შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ან/და ცხრილი განცხადების SPA/NAT/CMR ნომრების მითითებით, უნდა აიტვირთოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში.

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები