ამსტერდამის ცენტრიდან ყველა ტურისტის საყვარელი წარწერა გაქრება. ქალაქის სიმბოლოდ ქცეული უზარმაზარი ასოებით დაწერილი “I Amsterdam” ადგილობრივებს ძალიან მობეზრდათ. წითელ და თეთრ ფერებში შესრულებული ინსტალაცია „მასობრივი ტურიზმის“ სიმბოლოდ იქცა და მისი გაქრობის მთავარი მიზეზიც სწორედ ეს გახდება.
მთავრობის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ქალაქი ვიზიტორებშია ჩაფლული და მას კიდევ უფრო მეტი პიარი ნამდვილად არ სჭირდება. საქმე ისაა, რომ ჰოლანდიაში დამთვალიერებელთა რაოდენობა ყოველწლიურად უფრო და უფრო იზრდება და მომავალ წლებში კიდევ 50%-იან ზრდას ვარაუდობენ.