იტალიური ბრენდის პირველი პროტოტიპი Purosangue მისივე ქარხნის ტერიტორიაზე გადაიღეს. სატესტო მოდელი პირველ ცდებს გადიოდა და პაპარაცებმა მისი დაფიქსირება სწორედ ამ დროს მოახერხეს. Ferrari-ს კროსოვერი ბაზარზე 2022 წლისთვის გამოვა. მართალია, მწარმოებელი ამ ტერმინის გამოყენებას ერიდება, მაგრამ ფაქტია რომ სიახლე ყველგანმავალი იქნება. მას Front-and Mid-Engine Architecture-ს პლატფორმაზე ააგებენ და ბენზინისა და ელექტრო ძრავებით აღჭურვავენ. როგორც მოდელის პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, ავტომობილის ფუნქციების სამართავად ინოვაციური სისტემა დაინერგა და წარმატებითაც დაიტესტა.