ამერიკული MLS მუდმივად ცდილობს, გააძლიეროს ჩემპიონატი და კონკურენტუნარიანი გახადოს. ამით არის გამოწვეული ის ფაქტიც, რომ MLS მუდმივად ცდილობს, ევროპული ლიგებიდან ფეხბურთელები გადაიბიროს.
რადგან MLS უეფა-ს ტურნირებში არ მონაწილეობს, მათზე მოთხოვნა არცთუ ისე დიდია, თუმცა, როდესაც საქმეში მაღალი ანაზღაურება ერევა, ეს ფაქტი სიტუაციას ცვლის.
ყოველი რეგულარული სეზონის დასრულების დროს ამერიკელები მიმდინარე სეზონში ფეხბურთელთა ხელფასებსა და გამომუშავებულ თანხებს აქვეყნებენ.
ვაკო ყაზაიშვილმა მიმდინარე რეგულარულ სეზონში 1 325 004 დოლარი გამოიმუშავა, თუმცა პრემიების ჩათვლით, მისმა ხელფასმა 1 454 004 დოლარი შეადგინა. აქვე გეტყვით, რომ ყაზაიშვილს კლუბთან კონტრაქტის ვადა ზამთარში ეწურება.
რაც შეეხება გურამ კაშიას, ის “სან ხოსეში” ზაფხულში გადავიდა და 12 მატჩი ჩაატარა. ამ პერიოდში მან 549 999 დოლარი გამოიმუშავა.
რაც შეეხება MLS-ის ლიდერებს, სია ასე გამოიყურება:
1. სებასტიან ჯოვინკო, “ტორონტო” – 7 115 555 დოლარი
2. მიშელ ბრედლი, “ტორონტო” – 6 500 000
3. კარლოს ველა, “ლოს-ანჯელესი” – 6 292 500
4. ბასტიან შვაინშტაიგერი, “ჩიკაგო” – 6 100 000
5. ჯოვანი დოს სანტოსი, “გალაქსი” – 6 000 000
რაც შეეხება სხვა ევროპელ ვარსკვლავებს, დავიდ ვილამ 5 610 000 დოლარი გამოიმუშავა, უეინ რუნიმ – 2 776 730 დოლარი და რაც უნდა გასაკვირი იყოს, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მხოლოდ 1 500 000 დოლარი მიიღო.
sportall.ge