რომი „სტრიტ ფუდ“ ფესტივალს უმასპინძლებს. ე.წ. ქუჩის საკვების დაგემოვნებას ვიზიტორები 29 ოქტომბრიდან 6 ნოემბრამდე, გასართობი პარკის Luneur–ის ტერიტორიაზე შეძლებენ. როგორც წესი, Food Truck Fest სხვადასხვა ქალაქსა და ქვეყანაში ერთდროულად იმართება ხოლმე და მას მილიონობით ადამიანი ესწრება. ყველაზე გემრიელი ღონისძიების მენიუ არამხოლოდ საკვებს, არამედ ღვინოსა და ლუდსაც მოიცავს. რომის სტუმრებს კი გარდა ქუჩის საკვებისა ერთი ორი იტალიური დელიკატესის დაგემოვნების საშუალებაც ექნებათ. რაც შეეხება ფესტივალის ადგილს, Luneur იტალიის ყველაზე ძველი და რომის ყველაზე დიდი პარკია და ის 1953 წლიდან ფუნქციონირებს.