Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
საქართველოში ავტომობილების ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი გაიზარდა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ავტომობილების ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი გაიზარდა

60

საქართველოში მსუბუქი ავტომობილების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები იზრდება, თავად ექსპორტი კი წინა წელთან შედარებით 87,1%-ით გაიზარდა.

მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, ამ სექტორიდან შემოსავლებმა 279.5 მლნ დოლარს გადააჭარბა და წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით ფაქტობრივად, გაორმაგდა. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში, ავტომობილების რეექსპორტით მიღებული შემოსავალი 149 მილიონ დოლარს აღემატებოდა.

საქსტატის მონაცემებით, ამ მაჩვენებლით მსუბუქი ავტომობილები საექსპორტი კალათში მეორე ადგილზეა და მთლიანი ექსპორტის 11.4%-ს შეადგენს.

ცნობისთვის, მსუბუქი ავტომობილები მეორე ადგილზეა საიმპორტო კალათაშიც, 438 მილიონი დოლარით  და მთლიანი იმპორტის 6.6 პროცენტს წარმოადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები