LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელ პენსიონერებს უპილოტო ტაქსები მოემსახურებათ

53

ამერიკელ პენსიონერებს სულ მალე უპილოტო ტაქსები მოემსახურებათ. სიახლე დასაწყისისთვის ფლორიდის შტატში არსებულ სოფლებს შეეხება და ადგილობრივი მოხუცები ახალი სერვისის გამოცდას წლის ბოლომდე შეძლებენ.

ინიციატივის ავტორი კომპანია Voyage გახდა და უპილოტო ავტომობილების გამოსაცდელად შესაბამისი ადგილიც სპეციალურად შეირჩა. როგორც სპეციალისტები ფიქრობენ, პენსიონერთა დასახლება საუკეთესოა, რადგან ასაკოვანი ადამიანებისთვის ავტომობილის მართვა ხშირად დისკომფორტია და ტაქსის სერვისს ისინი ყველაზე მეტად იყენებენ ხოლმე. რაც შეეხება უპილოტო ტაქსს, მისი გამოძახება აპლიკაციით იქნება შესაძლებელი და ავტომობილი დანიშნულების ადგილზე ღილაკზე ერთი თითის მიჭერით მივა ხოლმე.

აღსანიშნავია, რომ voyage-ის ტაქსები უკვე რამდენიმე თვეა რაც სან-ხოსეს მოსახლეობას ემსახურებიან და ადგილობრივები სერვისით ძალიანაც კმაყოფილები არიან.

Arizona city becomes hub for self-driving cars from CNBC.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები