LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მექსიკელმა მამაკაცმა ოცნების ავტომობილის აწყობას ნახევარი საუკუნე მოანდომა

71

მექსიკელი ავტომოყვარული უნიკალურ Ferrari–ს მთელი 50 წელი აწყობდა. ხოსე ფერნანდესმა ოცნების ავტომობილის შექმნა The Creative Workshop–ის გუნდის მასტერკლასების დახმარებით შეძლო. სიახლეს Ferrari 330GT ეწოდა და ის იტალიელი დიზაინერის ჯოვანი მიქელოტის მიერ შექმნილი მოდელის ახლებური ვერსიაა. ფერნანდესი ამ იდეის განხორციელებაზე ლამის 60–იანი წლებიდან მუშაობდა. ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როცა ავტომოყვარული ბიბლიოთეკაში Type 250 Europa Sports Coupe–ის ფოტოს გადააწყდა და მისი აწყობა მკაცრად გადაწყვიტა. მოგვიანებით ხოსე ჟურნალ Road & Track–ს გადააწყდა და ოცნების ავტომობილის შესახებ დამატებითი ინფორმაციაც სწორედ აქედან მიიღო. ავტომობილის ბაზად მან Ferrari 330 აირჩია, მისი ძარა შეცვალა და შედეგად უფრო განიერი სპორტქარი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ბევრი დეტალი მან საკუთარი ხელითაც დაამზადა, რაც სუპერ Ferrari–ს კიდევ უფრო ფასეულს ხდის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები