LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო, რომელშიც Mercedes-ის ახალი სუპერქარის გამოცდაა ასახული

57

Mercedes AMG-მ 245 კმ/სთ სულ რაღაც 35 წამში აკრიფა. ქსელში გამოჩნდა ვიდეო, რომელიც გადაღებულია ავტობანზე და მასზე Mercedes-ის ახალი სუპერქარის დინამიური მახასიათებლების გამოცდაა ასახული.

როგორც ტესტ-დრაივმა აჩვენა ყველგანმავალმა პირველი „ასეულის“ განვითარება 4,3 წამში შეძლო, 200 კმ/სთ-ის კი – 16,6 წამში. ამასთან, 100-დან 200 კმ/სთ-მდე გასახურებლად AMG-ს 12,3 წამი დასჭირდა.

შეგახსენებთ, რომ ახალი „36“-ის დებიუტი 2018 წლის დასაწყისში შედგა. ავტომობილი 585 ძალის 4 ლიტრის მოცულობის „რვიანითაა“ აღჭურვილი და აგრეგატი 9 საფეხურიან გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს. მერსედესის მაქსიმალური სიჩქარე 220 კმ/სთ-ია. ხოლო, თუკი კლიენტი მოისურვებს ის სპორტულ მოდიფიკაციას მიიღებს და მოდელის მაქსიმალური სიჩქარე 245 კმ/სთ იქნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები