საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ოფიციალურ ვიდეორგოლს ავრცელებს, სადაც დეტალურადაა ნაჩვენები ყველა ის მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც 2018 წელს დასრულდა.
პროექტებს შორისაა: გვირაბი, რომელიც დარიალისა და დევდორაკის ხეობების გადაკვეთის ადგილას აშენდა, ქობულეთის შემოვლითი გზა, ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრი, წყნეთი-ბეთანიის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია და სხვა…