შვეიცარიამ საშობაო სამზადისი დაიწყო. ქალაქ მონტრეში პირველი საშობაო ბაზრობა გაიხსნა და სტუმრებიც მრავლად ყავს. ყველაზე გემრიელი ბაზრობა 24 დეკემბრამდე გაგრძელდება და სტუმრებს მთელი მსოფლიოდან მიიღებს. რაც შეეხება წლევანდელ პროგრამას – გარდა ტრადიციული კერძებისა, ვიზიტორებს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილი ტკბილეულის დაგემოვნების საშუალებაც ექნებათ. ასევე, ბაზრობაზე მოეწყობა სანტა-კლაუსის სახლიც, სადაც სანტა ნებისმიერ მსურველს, როგორც პატარებს ასევე დიდებსაც უმასპინძლებს. სტუმრები სანტასგან სერტიფიკატებსა და საჩუქრებს მიიღებენ, სურვილის შემთხვევაში კი საშუალება ექნებათ რომ საკუთარი შესაძლებლობები სხვადასხვა კონკურსებშიც გამოსცადონ.